ყვავილოვანი კომბოსტო იტალიურად

იტალიური პიცა და პასტა საყოველთაოდაა აღიარებული თავისი შესანიშნავი გემოს გამო. თუმცა, არანაკლებად გემრიელია ყვავილოვანი კომბოსტო იტალიურად! სცადეთ და თავად დარწმუნდით ამაში! დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო  850გრ;
  • ტომატი  200-250გრ;
  • გამომშრალი პომიდორი 5-6ც;
  • ხახვი  1თ;
  • პარმეზანი  30გრ;
  • ბაზილიკი, ორეგანო  1ჩ/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • ზეთი  4ს/კ ( 2ს/კ შესაწვავად, 2ს/კ წასასმელად);

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინრედიენტები. ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ ყვავილედებად. მოვხარშოთ მდუღარე მარილწყალში 5 წთ. წვრილად დავჭრათ ხახვი და გამომშრალი  პომიდორი, მოვშუშოთ ზეთში. დავამატოთ ტომატი, 3-4 წთ ვშუშოთ. შესაწვავ ფორმას წავუსვათ ზეთი, დავაწყოთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო, ორეგანო და ბაზილიკი მოვაყაროთ, დავასხათ ტაფის მასა, დავაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წთ. სურვილისამებრ, მზა კერძს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა ან ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!

3 კომენტარები

  1. ზუსტად ჩემთვისაა ეს რეცეპტები გაგახაროთ ღმერთმა

    • Ძალიან კარგი რეცეპტებია. გმადლობᲗ. ბედნიერი აᲦდგომა.

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო