ყვავილოვანი კომბოსტო პომიდვრით

ეს კერძი თითქოს იტალიურ პიცას წააგავს. გამოდის უგემრიელესი. ვახშმად კარგი ვარიანტია პიურესთან ან პასტასთან ერთად. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო  500გრ;
  • პომიდორი  2ც;
  • სანელებლები  1/2ჩ/კ;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • მარილი  2მწიკვი;
  • მაგარი სახეობის ყველი  100გრ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ ყვავილედებად და მსუბუქად დავტეხოთ. პომიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეთი, დავამატოთ სასურველი სანელებლები და მოვხალოთ. შემდეგ დავამატოთ ყვავილოვანი კომბოსტო, მოვხრაკოთ, დავამატოთ პომიდორი, მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. დავაყაროთ მარილი და 20 წთ ვშუშოთ. ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, დავაყაროთ ზემოდან, ამორევა არ უნდა, თავზე დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 4-5 წთ, რომ ყველი კარგად გალღვეს. ყვავილოვანი კომბოსტო პომიდვრით სუფრაზე მომზადებისთანავე გავიტანოთ, რომ ყველი არ გამაგრდეს. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო