ყველაზე სწრაფი ხაჭაპურები

თუ სტუმარი კარსაა მომდგარი და არ იცით,  რით ასიამოვნოთ, უსწრაფესად გამოაცხეთ ეს არაჩვეულებრივი ხაჭაპური, მარტივია, გემრიელი, 30 წუთში მზადაა და ყველა კმაყოფილი დაგრჩებათ! დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • სქელი კეფირი  250მლ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • კვერცხი  1ც;
  • სოდა  0,5ჩ/კ;
  • ფქვილი  500გრ;
  • ხაჭო  200გრ;
  • ყველი  200გრ;
  • კარაქი 100გრ;
  • მომზადების წესი:

გავცრათ ფქვილი, დავამატოთ კეფირი, სოდა, მარილი, კვერცხი და მოვზილოთ ცომი. ხაჭო, გახეხილი ყველი და გახეხილი კარაქი შევურიოთ. გავყოთ ცომი 8 თანაბარ ნაწილად, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართი, პირი მოვუკრათ, კიდევ გავაბრტყელოთ, გამოვაცხოთ ტაფაში. გადავუსვათ კარაქი. აი, ასე მარტივად გამოცხვა ყველაზე სწრაფი ხაჭაპურები. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო