ყველიანი ფუნთუშები ხორცის გულსართით

ყველიანი ფუნთუშები ხორცის გულსართით გამოდის რბილი, ფაფუკი, ჰაეროვანი. ძალიან ნოყიერი და გემრიელი გულსართი აქვს. დამზადების დრო: 1 სთ.

  • ინგრედიენტები:
    ზეთი  3ს/კ;
  • ხორცი  350გრ;
  • ბულგარული წიწაკა 1ც;
  • ხახვი  1თ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • მასკარპონე  1ჭ;
  • გახეხილი ყველი  1ჭ;
  • პიცის საფუარიანი ცომი  450გრ;
  • კარაქი  25გრ;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • დაჭრილი ოხრახუში  2ჩ/კ;

მომზდების წესი:

ცომი შეგიძლიათ მოზილოთ სასურველი რეცეპტით (პიცის საფუარიანი ცომი) ან შეიძინოთ სუპერმარკეტში. მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ხორცი, ბულგარული და ხახვი კუბიკებად დავჭრათ. ზეთში მოვხრაკოთ ხორცი, რამოდენიმე წთ, მაღალ ცეცხლზე. დავამატოთ ხახვი და ბულგარული წიწაკა, დავაყაროთ მარილი, შავი პილპილი. მოვხრაკოთ. გავაცივოთ და დავუმატოთ ორივე სახეობის ყველი, ავურიოთ. გამდნარი კარაქი, ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი და მწიკვი მარილი ერთად ავურიოთ. ცომი გავყოთ 7 ნაწილად, გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ გულსართი, შევკრათ.  დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, ყველა ფუნთუშას წავუსვათ ნივრიანი ნარევი, შევდგათ 220 გრადუსზე ღუმელში და გამოვაცხოთ 20-25 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო