ყველიანი ფუნთუშები

ოქროსფრად დაბრაწული, არომატული, ოდნავ ცხარე ფუნთუშებია. ძალიან უხდება წვნიანებს. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ყველი  120გრ;
  • წყალი  100მლ;
  • ჯანჯაფილი  0,5ჩ/კ (კურკუმა);
  • რძე  100მლ;
  • ფქვილი  300გრ;
  • შაქარი  2ჩ/კ;
  • საფუარი  15გრ;
  • კარაქი  50გრ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • დაფქული ჩილი  2-3 მწიკვი;
  • კვერცხი  1ც;
  • სეზამის მარცვლები  1ჩ/კ;
  • მომზადების წესი:

შევათბოთ რძე და წყალი. კარაქი გავადნოთ. თბილ რძეს დავასხათ წყალი, დავაყაროთ მარილი, შაქარი, საფუარი და კარგად გავხსნათ ყველაფერი. ყველი წვრილად გავხეხოთ. საფუარიან მასას დავამატოთ ცოტა ფქვილი, ყველი, კარაქი, გადავურიოთ. შემდეგ დანარჩენი ფქვილი, ჯანჯაფილი, ჩილი დავამატოთ და მოვზილოთ ცომი. როცა ხელზე აღარ მიგვეკრობა, ზელა დავამთავროთ. გადავაფაროთ ჩაის ტილო და თბილ ადგილას დავდგათ 1 სთ. შემდეგ ჩავზილოთ, ამოვიღოთ პატარა გუნდები, დავაწყოთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაში, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და დავაყოვნოთ 15-20 წთ. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 25-30 წთ. ყველიანი ფუნთუშები მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო