ყველის სუპი ორაგულით

ყველის სუპი ორაგულით მარტივად და სწრაფად მზადდება. გამოდის ნაზი სტრუქტურის, არომატული და ზომიერად ნოყიერი. სადილის კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

ორაგულის ფილე  300გრ;

კარტოფილი  3-5ც;

სტაფილო  1ც;

ხახვი  1თ;

მდნარი ყველი  180გრ;

წყალი  2ლ;

დაფნის ფოთოლი  2ც;

მარილი  გემოვნებით;

სანელებლები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ თევზის ფილე, დავასხათ წყალი, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. მოვხადოთ ქაფი, ვადუღოთ 20 წთ. ამოვიღოთ თევზი, მოვაცილოთ ფხა, დავჭრათ,  ბულიონი კი გადავწუროთ. ქვაბში ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, დავასხათ ბულიონი და ადუღებიდან 15 წთ კიდევ ვადუღოთ. ტაფაში ცოტა ცხიმში (ზეთი ან კარაქი) მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. როცა კარტოფილი მოიხარშება, ტაფის მასა ჩავამატოთ ქვაბში, შემდეგ მდნარი ყველი და ორაგულის ნაჭრები. გავსინჯოთ მარილზე, ვადუღოთ 2-3 წთ. გადმოვდგათ სუპი და თავდახურული დავაყოვნოთ 10 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო