ყველის სუპი რძითა და ბოსტნეულით

ნოყიერი, გემრიელი წვნიანია. რძე და მდნარი ყველი ბოსტნეულს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. კარგი იდეაა სადილის ცხელი კერძისათვის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • რძე  0,5ლ;
  • დაფნის ფოთოლი  2ც;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • ბოსტნეულის ასორტი:  სტაფილო, ბარდა, ყვავილოვანი კომბოსტო  გემოვნებით;
  • კარტოფილი  3ც;
  • ხახვი  1თ;
  • ლორი  300გრ;
  • მდნარი ყველი  1ფირფიტა;
  • მარილი, პილპილი, მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ლორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ, ხახვი  და სტაფილო მსხვილად. ფქვილი გავხსნათ ცივ წყალში, დავამატოთ მარილი და რძე ჩავასხათ. ქვაბში ჩავდოთ ბოსტნეული, დავასხათ რძიანი მასა, მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე, 10 წთ ადრე ჩავდოთ დაჭრილი მდნარი ყველი. ამოვურიოთ, მარილი, პილპილი,  დაფნის ფოთოლი და წვრილად დაჭრილი მწვანილი დავამატოთ. ყველის სუპი რძითა და ბოსტნეულით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო