ყველის სუპი

ყველის სუპი ნაზი, სასიამოვნო არომატის კერძია. მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  1ლ;
  • კარტოფილი  2-3ც;
  • მდნარი ყველი  250გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1/2თ;
  • პომიდორი  1-2ც;
  • ზეთი  1ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ბოსტნეული. ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ვადუღოთ 10-12 წთ. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. პომიდორი კუბიკებად დავჭრათ და ტაფის მასასთან ერთად კარტოფილს დავამატოთ. მარილი მოვაყაროთ და 10 წთ ვადუღოთ. გავხეხოთ ყველი, ჩავყაროთ სუპში. ამოვურიოთ, როცა ყველი გალღვება, ეს მასა დავაბლენდეროთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო