ყველისა და კარტოფილის რულეტი ხორცით

ნოყიერი რულეტია ნაზი ყველიან-კარტოფილიანი გარსით. სადილის მეორე კერძის შესანიშნავი ვარიანტია. დამზადების დრო: 1 სთ 20 წთ. ულუფა: 6-8.

ინგრედიენტები:

  • მაგარი ყველი  150გრ;
  • ფარში  500გრ (ნებისმიერი);
  • კარტოფილის პიურე  250გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • დაჭრილი ოხრახუში  2ს/კ;
  • ნიორი  1კბილი;
  • მანის ბურღული  2ს/კ;
  • საფანელი  2ს/კ;
  • დაფქული ქინძი  1/2 ჩ/კ;
  • მარილი, ზეთი  გემოვნებით;
  • კარტოფილის სახამებელი  2ს/კ;

მომზადების წესი:

კარტოფილის პიურეს დავამატოთ 1ს/კ ოხრახუში, 1ც კვერცხი, სახამებელი და 50გრ გახეხილი ყველი. ავურიოთ, მართკუთხედის ფორმის ცელოფანზე გავაბრტყელოთ პიურე 1 სმ სისქეზე. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვშუშოთ ზეთში 3 წთ. დავამატოთ ფარშს, ასევე დავამატოთ ოხრახუში, ქინძი, კვერცხი, მანის ბურღული და საფანელი. ავურიოთ, მარილი დავამატოთ და პიურეზე გადავანაწილოთ. ცელოფნის დახმარებით მასა რულეტისებურად გადავახვიოთ, შემდეგ ცელოფანი მოვაცილოთ და ფოლგაში გავახვიოთ. რულეტი მოვხარშოთ, როცა წყალი ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და 1 სთ ვხარშოთ. მოხარშული რულეტი გავაცივოთ, დავაყაროთ გახეხილი ყველი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ 10-15 წთ. ყველისა და კარტოფილის რულეტი ხორცით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო