
ყველითა და კიტრით ფარშირებული პომიდორი უგემრიელესი წასახემსებელია. მარტივად მზადდება. ფურშეტის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 20 წთ. ულუფა: 3-4.
ინგრედიენტები:
- პომიდორი 5ც;
- კიტრი 1ც;
- ნაღების ყველი 150გრ;
- მაიონეზი 1-2ს/კ;
- მწვანილი, მარილი, ორეგანო გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. კიტრი კუბიკებად დავჭრათ, ჩავყაროთ ჯამში და ყველი და მაიონეზი დავამატოთ, ამოვურიოთ. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა ან ოხრახუში, მარილი, ორეგანო და ავურიოთ. პომიდორს მოვაჭრათ ზედა ნაწილი – “ქუდი”, კოვზით აკურატულად ამოვიღოთ რბილობი და ამოვავსოთ კიტრიანი გულსართით. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება