ყველთან ერთად შემწვარი თევზი

ხრაშუნა კანით, ნაზი, უგემრიელესი კერძია. თევზის არაჩვეულებრივი რულეტებია ყველთან ერთად. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ხეკი  1ც;
  • საფანელი  4ს/კ;
  • ყველი  150გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  3ს/კ;
  • სუნელები  გემოვნებით;
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავწმინდოთ თევზი, გავრეცხოთ,  მოვაცილოთ ძვლები. შიგნიდან წავუსვათ მარილი, პილპილი, დაფქული კოჭა და სხვ. დავადოთ გახეხილი ყველი, გადავახვიოთ თევზი და აკურატულად დავჭრათ. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეთი, თევზი ჯერ ფქვილში ამოვავლოთ, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში. ჩავაწყოთ ტაფაში და შევწვათ ორივე მხრიდან. ყველთან ერთად შემწვარი თევზი ლამაზი ოქროსფერი გამოდის. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო