ზამთარშიც რომ დაგატკბოთ ხილის არომატებმა, მოამზადეთ ქლიავის ჯემი. ტოსტის პურზე გადასმული ცხელ ჩაისთან მშვენიერი საუზმე იქნება, არა? დამზადების დრო: 2სთ.
ინგრედიენტები:
- ქლიავი 3კგ;
- შაქარი 1,5კგ;
- წყალი 1,5ჭ;
მომზადების წესი:
გავრეცხოთ ქლიავი, შუაზე გავჭრათ, კურკები გამოვაცალოთ, წყალში გავხსნათ შაქარი, წამოვადუღოთ, ჩავყაროთ ქლიავი და 20 წთ ვადუღოთ. გადმოვიტანოთ მასა ჯამში, დავაბლენდეროთ, გადავიტანოთ ისევ ქვაბში, წამოვადუღოთ. ცეცხლს საშუალომდე დავუწიოთ და 1 სთ ვადუღოთ. გავაცივოთ და შევინახოთ ქილებში. გემრიელად მიირთვით! დაგვიკომენტარეთ, მოგეწონათ თუ არა.
დაბლენდერება კარგი იდეაა, მადლობა
დუღილის დროს ხშირად ურევთ? და კილოზე 1,5 კგ თუ 3კგზე
3კგ ქლიავზე 1,5კგ შაქარი. ხშირად არ უნდა მორევა.
Madlobt.dzalian kargi gamomivida tkveni receptit
ცხელი რომ ჩავასხათ არაა რეკომენდირებული?