ქლიავის პეროგი ხაჭოს ცომით

ნაზი და მსუბუქია. ქლიავის პეროგი ხაჭოს ცომით მარტივად მზადდება, შინაურულ, მყუდრო გარემოს ქმნის ჭიქა ყავაზე ან ჩაიზე ახლობლებთან ერთად. გამოაცხეთ და ისიამოვნეთ! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო  150გრ;
  • ფქვილი  1,25გრ;
  • რძე  6ს/კ;
  • შაქარი 12 ს/კ(6ს/კ ცომში, 6 ს/კ გულსართში);
  • ზეთი  6ს/კ;
  • გამაფხვიერებელი 1ჩ/კ;
  • არაჟანი  300გრ;
  • სახამებელი  6ს/კ;
  • კვერცხი  3ც;
  • ვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ზეთი და რძე შევურიოთ ერთმანეთს. ცალკე ჯამში ჩანგლით დავანაწევროთ ხაჭო, დავასხათ რძისა და ზეთის ნარევი,  დავამატოთ შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოვზილოთ ცომი და მაცივარში შევდგათ 15 წთ. საცხობ მრგვალ ფორმას გამოვუსვათ ზეთი, ჩავდოთ ცომი და გავაბრტყელოთ. გვერდები ავუმაღლოთ ბორტებივით. არაჟანი, კვერცხი, სახამებელი, ვანილი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ. დავასხათ ცომს. დავაწყოთ კურკაგამოცლილი, შუაზე დაჭრილი ქლიავი, შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 40 წთ. როცა პეროგი გაცივდება, მაშინ ამოვიღოთ ფორმიდან. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო