ქოქოსის ორცხობილა შესქელებული რძით

ნაზია და ფხვიერი, ქოქოსის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ფანტელი  80გრ;
  • ფქვილი  100გრ;
  • შაქარი  70გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • გამაფხვიერებელი;
  • მოხარშული შესქელებული რძე;

 

მომზადების წესი:

 

 

 

 

 

კარაქი და  შაქარი შევურიოთ ერთმანეთს. ავთქვიფოთ კვერცხი და შევურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ ქოქოსის ფანტელი, ავურიოთ. მასა გამოვა ცქელი და ზომიერად მკვრივი. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი სევურიოთ და დავამატოთ ძირითად მასას. მოვზილოთ ცომი. გავაკეთოთ ბურთულები, ხელისგულით ოდნავ დავაწვეთ. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობზე და შევდგათ 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ტემპერატურას დავუწიოთ 170 გრადუსამდე და გამოვაცხოთ 5-7 წთ. გაციებულ ორცხობილებს წავუსვათ შესქელებული რძე და შევაერთოთ. ქოქოსის ორცხობილა შესქელებული რძით მზადაა დასაგემოვნებლად! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო