ქორჭილას სუპი

ნოყიერი წვნიანი გამოდის. კარგი იდეაა სადილის პირველი კერძისათვის. ვისაც თევზი უყვარს, სათანადოდ დააფასებს ამ სუპს. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ზღვის ქორჭილა  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • პომიდორი  1ც;
  • ნიორი  2კბილი;
  • ნაღები ან რძე  1/2ჭ;
  • კამა, ზეთი, მარილი, პილპილი, სუნელები, ტომატის პასტა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავწმინდოთ თევზი, გავრეცხოთ და დავჭრათ. ფილეს ძვლები მოვაცილოთ, ქვაბში ჩავდოთ. ხახვი კუბიკებად დავჭრათ. ქვაბში ჩავსხათ წყალი, ჩავდოთ თევზის თავი, კუდი, დაფნა დავამატოთ, მარილი დავაყაროთ, შავი პილპილის მარცვლებიც და ავადუღოთ. 15-20 წთ ვადუღოთ, შემდეგ გავწუროთ წვნიანი,  ჩავაბრუნოთ ქვაბში, თევზის ფილე დავამატოთ და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. ზეთში მოვხრაკოთ დაჭრილი პომიდორი, დაკეპილი ნიორი დავამატოთ და დაბალ ცეცხლზე 5 წთ ვშუშოთ. დავასხათ ნაღები ან რძე,5 წთ მოვშუშოთ და ეს მასა ქვაბში ჩავასხათ. ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, ქორჭილას სუპი 10 წთ ვადუღოთ და გადმოვდგათ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო