რაჰათ-ლუხუმი

ტკბილი და არომატული დესერტია. ამ რეცეპტით მოამზადებთ ნამდვილ, ნატურალურ რაჰათ-ლუხუმს და ასიამოვნებთ ოჯახის  წევრებს აღმოსავლური ტკბილეულით! დამზადების დრო: 8 სთ. ულუფა: 8

ინგრედიენტები:

  • შაქარი  1,5ჭ;
  • მარწყვის სიროფი  100მლ;
  • წყალი  100მლ;
  • ლიმონის წვენი  1ს/კ;
  • სიმინდის სახამებელი 1/2ჭ;
  • ცივი წყალი  1,5ჭ;
  • შაქრის პუდრა, სახამებელი  1/2-1/2 ჭ;

მომზადების წესი:

სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ 100მლ წყალი, 100მლ სიროფი და 1,5ჭ შაქარი დავამატოთ. დავდგათ საშუალო ცეცხლზე, პერიოდულად ვურიოთ, ვადუღოთ, შევამოწმოთ, თუ ცივ წყალში სიროფის წვეთი აღარ გაიშლება, ე.ი. მზადაა.  ცალკე ქვაბში სახამებელს დავასხათ ცივი წყალი, ავურიოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ვურიოთ, როცა მასა გასქელდება, გადმოვდგათ. სიროფი დავასხათ სახამებლიან მასას, კარგად ვურიოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და 20-30 წთ ვადუღოთ. პერიოდულად ვურიოთ. ცოტა რომ გაცივდება, ცელოფანდაფენილ ლანგარზე გადავიტანოთ და შევდგათ მაცივარში მთელი ღამით. შემდეგ მაგიდაზე დავყაროთ სახამებელი და შაქრის პუდრა, დავდოთ ზედ რაჰათ-ლუხუმი, დავჭრათ კუბიკებად და ამოვავლოთ სახამებლისა და შაქრის პუდრის ნარევში. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო