რასგულა

რასგულა ინდური საოცარი დესერტია. პირში თითქოს რაღაცა ფეთქდებაო და დნება. მოამზადეთ სახლში და ისიამოვნეთ ოჯახის წევრებთან ერთად. დამზადების დრო: 8 სთ. ულუფა:5-6ც.

ინგრედიენტები:

  • რძე 1,5%-იანი  1ლ;
  • ლიმონის წვენი  2-3ს/კ;
  • ატმის სიროფი  300მლ;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ პანირი. რძე მივიყვანოთ დუღილამდე, დავუწიოთ ცეცხლს, დავამატოთ ლიმონის წვენი, რძე აიჭრება. გადმოვდგათ, რამოდენიმე ფენა დოლბანდში ჩავასხათ და დავწუროთ. მოვზილოთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთულები. ჩავაწყოთ მდუღარე სიროფში და თავდახურული ვადუღოთ 10 წთ. გადმოვდგათ ქვაბი და დიდ, ცივწყლიან ჭურჭელში მოვათავსოთ, რომ მალე გაცივდეს. როცა გაცივდება,ქვაბიდან სხვა თავსახურიან ჭურჭელში გადავიტანოთ ბურთულები და სიროფიც მოვასხათ,  მაცივარში შევდგათ 8 სთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო