რბილი ორცხობილა 2 წუთში

ეს შესანიშნავი, რბილი და გემრიელი ორცხობილა მართლა უსწრაფესად ცხვება. თუ მოულოდნელად მეგობრები გეწვევიან, ერთად გამოაცხეთ და მიირთვით ყავასთან ერთად. დამზადების დრო: 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  1ც;
  • კარაქი  100გრ;
  • შაქარი  3ს/კ;
  • მაიონეზი  1ს/კ;
  • სოდა  1/4ჩ/კ;
  • ძმარი  1/4ჩ/კ;
  • ფქვილი  2ჭ;

მომზადების წესი:

შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, კარაქიც შევათქვიფოთ. დავამატოთ მაიონეზი, სოდა ძმრით, ფქვილი და ცომი მოვზილოთ. ცომი გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაში. ჩანგლით დავსეროთ ზემოდან. შევდგათ 190 გრადუსზე ღუმელში 15 წთ. მზა დავჭრათ სასურველ ფორმებად. რბილი ორცხობილა 2 წუთში მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო