რძეში მოშუშული ქათამი

რძეში მოშუშული ქათამი ძალიან ნაზი და არომატული გამოდის. იმდენად გემრიელია, რომ ნებისმიერ დღესასწაულს დაამშვენებს. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათამი  1ც;
  • რძე  500მლ;
  • ნიორი  10კბილი;
  • ლიმონი  2ც(ცედრა);
  • დარიჩინი  0,5ც (ღერი);
  • კარაქი  115გრ;
  • სალბი  0,5კონა;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ქათამი, შევაშროთ, წავუსვათ მარილისა და პილპილის ნაზავი (სუნელები  გემოვნებით). გავარჩიოთ ნიორი, ლიმონს ცედრა მოვაცილოთ. ღრმა ქვაბში ჩავდოთ ქათამი და კარაქში მოვბრაწოთ, ყველა მხრიდან უნდა შეიბრაწოს. ღუმელი გავახუროთ 190 გრადუსზე, ქათამს დავამატოთ ყველა ინგრედიენტი, რძე დავასხათ და შევდგათ ღუმელში 1, 5 სთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო