ბოსტნეულის პიცა “მზე”

კაშკაშა, არომატული, მადისაღმძვრელი და უგემრიელესი პიცაა. ძალიან მალე ცხვება. დამზადების დრო: 35 წთ.

ინგრედიენტები:

  • პიცის ცომი  1ც;
  • კეტჩუპი  2ს/კ;
  • მაგარი სახეობის ყველი  120-150გრ;
  • სიმინდის კონსერვი  150გრ;
  • პომიდორი  2ც;
  • კიტრი  1ც;
  • სტაფილო  1ც;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

პიცის მზა ცომს წავუსვათ კეტჩუპი. მოვაყაროთ გახეხილი ყველი, ზემოდან დავაწყოთ გარეცხილი, რგოლებად დაჭრილი პომიდორი. შემდეგი წრე იქნება სტაფილოს რგოლები, შუაში სიმინდის მარცვლები, ღერებად დაჭრილი კიტრი და ფერადი კომბოსტო (გემოვნებით), გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი. გემრიელად მიირთვით!