იტალიური პიცა მოცარელათი

ხრაშუნა, უგემრიელესი პიცაა. გაანებივრეთ ოჯახის წევრები ამ საოცრებით! დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  175გრ;
  • პომიდორი  200გრ(საკუთარ წვენში დაჭრილი);
  • წყალი  125მლ(თილი ადუღებული);
  • მოცარელა  350გრ;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • მშრალი საფუარი  1ჩ/კ;
  • ისპანახი  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ქინძი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მარილი, საფუარი და ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს. წყალში ჩავასხათ 1ს/კ ზეითუნის ზეთი. დავასხათ მშრალ ინგრედიენტებს. მოვზილოთ ცომი. ჯამში ჩავდოთ, წავუსვათ 1ს/კ ზეთი, დავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 40 წუთი. ბლენდერში დავაქუცმაცოთ პომიდორი, ქინძი, მარილი დავაყაროთ. მოცარელა საწურში დავდოთ ცოტა ხანს, შემდეგ დავჭრათ. ცომი კიდევ ერთხელ გადავზილოთ და შემდეგ გავაბრტყელოთ ან მრგვლად, ან მართკუთხედად. წავუსვათ პომიდვრის ნარევი, დავაწყოთ მოცარელას მრგვალი ნაჭრები. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთი. მზა პიცას დავაყაროთ ისპანახის ფოთლები. გემრიელად მიირთვით!