კარტოფილის მაჭკატები

ძალიან გემრიელი და ნოყიერი ცომეულია. ადვილად მზადდება, საუზმისათვის კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  270გრ (მოხარშული);
  • ხაჭო 9%-იანი  200გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • მარილი  1მწიკვი;

მომზადების წესი:

ცხელი მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და ჩავჭყლიტოთ პიურესავით. დავაყაროთ მარილი გემოვნებით. ხაჭო დავაბლენდეროთ, შევურიოთ კარტოფილის პიურეს, კვერცხს და კარგად ავურიოთ. დავაყაროთ ფქვილი და ცომი მოვზილოთ,შემდეგ შევდოთ მაცივარში 15 წუთით. საცხობ ფორმას დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ზეთი, ცომისგან სველი ხელით გავაკეთოთ მრგვალი ფორმის კვერები და დავდოთ ფორმაზე. შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში და გამოვაცხოთ 30 წუთი. ან ზეთიან ტაფაში შევბრაწოთ. სუფრაზე არაჟანთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!