კექსები ,,სააღდგომო ბაჭიები“

ეს კექსები ყველაზე პატარებისათვის იქნება სასიხარულო და სახალისო. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  5ც;
  • ფქვილი  150გრ;
  • შაქარი  120გრ;
  • შაქრის პუდრა  100გრ;
  • შოკოლადის ბურთულები  50გრ;
  • კარაქი  30გრ;
  • გამაფხვიერებელი  ½ ჩ/კ;
  • ფერადი მოსაყრელი  გემოვნებით;
  • ზეფირი  გემოვნებით;
  • ვარდისფერი შაქარი  გემოვნებით;
  • ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი;
  • მარილი მწიკვი;
  • კექსის ქაღალდის ფორმები;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავახალოთ 3ც კვერცხი, კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ დარბილებული კარაქი. მეორე ჯამში ავურიოთ ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი. ორივე მასა შევაერთოთ. კარგად მოზილოთ ცომი. დავამატოთ შოკოლადის ბურთულები, ქაღალდის ფორმები ჩავდოთ საცხობ ფორმაში, ცომი ავიღოთ 2/3 ქაღალდის ფორმისა და ჩავდოთ თითოეულში. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი. 2 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად. უნდა მივიღოთ კრემის კონსისტენცია. ბოლოს დავამატოთ ლიმონის წვენი. გამომცხვარ და გაციებულ კექსებს დავადოთ ცილის კრემი, ზეფირები შუაზე გავჭრათ და ამოვავლოთ ვარდისფერ შაქარში. ასე გამოგვივიდა ბაჭიის ყურები. კრემს დავადოთ ორივე მხრიდან ეს ,,ყურები“, ვარდისფერი კანფეტიდან გავუკეთოთ ცხვირი. ფერადი მოსაყრელიდან გავუკეთოთ თვალები, ,, ბაჭიები“ მზადაა. მრავალ აღდგომას დაესწარით!