კვერცხი ,,სააღდგომო წიწილები“

ეს ,,წიწილები“ მარტო ბავშვებს კი არა, უფროსებსაც ხალისიან განწყობაზე დააყენებს და  გაახარებს. დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  3ც;
  • კვერცხის ყვითელი საღებავი;
  • ძმარი;
  • მოსართავი დეკორისათვის;

მომზადების წესი:

წინასწარ მოვხარშოთ და გავაცივოთ კვერცხი. ინსტრუქციის თანახმად, გავხსნათ საღებავი და დავამატოთ ძმარი. შევღებოთ კვერცხი, შევაშროთ. მარკერით დავუხატოთ თვალები. წითელი ქსოვილისგან გამოვჭრათ ქოჩორი და ფრთები და დავაწებოთ. შეგვიძლია წითელი კარტონიც გამოვიყენოთ. ,,წიწილები“ მზადაა! მრავალ აღდგომას დაესწარით!