
ყველასათვის საყვარელი მარწყვის მურაბა სახლის პირობებში ძალიან მარტივად მზადდება. თითქმის ყველა დიასახლისი ასე ხარშავს ამ უგემრიელეს დესერტს. დამზადების დრო: 2 დღე, 9 სთ.
ინგრედიენტები:
- მარწყვი 6კგ;
- შაქარი 6კგ;
მომზადების წესი:
გავარჩიოთ და გავრეცხოთ მარწყვი, მოვაცილოთ ყუნწები. დავაყაროთ შაქარი და შემოვდგათ ცეცხლზე. მივიყვანოთ დუღილამდე, ვადუღოთ 5 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ასე გავიმეოროთ კიდევ ორჯერ. მარწყვი არ იშლება და მურაბა ვიზუალურადაც ლამაზად გამოიყურება. გაციებული მურაბა ჩავასხათ ქილებში, მოვხუფოთ და შევინახოთ გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!