პიცა კარტოფილითა და სოკოთი

თუ გსურთ, მოამზადოთ ნოყიერი და გემრიელი პიცა, მაშინ ეს რეცეპტი სცადეთ. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • საფუარი  1ს/კ;
  • წყალი  100მლ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • მშრალი სანელებლები  1ს/კ;
  • ფქვილი  250-300გრ;
  • ისპანახი  გემოვნებით;
  • ხახვი  1თ;
  • წითელი ხახვი  0,5თ;
  • ნიორი  3-4კბილი;
  • სოკო  200გრ;
  • კარტოფილი  2ც;
  • მოცარელა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

საფუარს დავასხათ თბილი წყალი და დავტოვოთ 5 წუთი. შემდეგ დავამატოთ ზეთი მარილი და სანელებლები. დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. დავაფაროთ და დავდგათ თბილ ადგილას. ისპანახი გავრეცხოთ, შევაშროთ და დავკეპოთ. ზეთში ოდნავ შევბრაწოთ დაკეპილი ნიორი, დავამატოთ ისპანახი. ცალკე ტაფაში ჩავსხათ ზეთი, ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი, დავამატოთ გარეცხილ-დაჭრილი სოკო. მოვხრაკოთ 5 წუთი. გავთალოთ კატოფილი, გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად. დავამატოთ სოკოს და შევწვათ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ცომი პირდაპირ საცხობ პერგამენტჩაფენილ ცხიმწასმულ ფორმაში გავბრტყელოთ. ჯერ დავადოთ ისპანახი, შემდეგ მეორე ტაფის მასა, დავაწყოთ წითელი დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ603,++

36

გახეხილი ყველი. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში და გამოვაცხოთ 15-20 წუთი. გემრიელად მიირთვით!