პიცა პეპერონით

უგემრიელესი პიცაა. პეპერონი განსაკუთრებულ პიკანტურობას ანიჭებს. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • მშრალი საფუარი  1ჩ/კ;
  • შაქარი  2ჩ/კ;
  • წყალი  350მლ;
  • ზეთი  4ს/კ (3ცომი, 1 სოუსი);
  • მარილი  1,5ჩ/კ;
  • ძმარი  1ჩ/კ;
  • ფქვილი  450-500გრ;
  • ტომატი  2ს/კ;
  • თაფლი  1,5ჩ/კ;
  • ორეგანო  2ჩ/კ (დაჭრილი, იგივე თავშავა);
  • ბაზილიკი  2ჩ/კ (დაჭრილი);
  • ნიორი  2კბილი;
  • მაგარი სახეობის ყველი  100გრ;
  • პეპერონი  200გრ;
  • პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ჯამში შევურიოთ საფუარი, 2ჩ/კ შაქარი და ½ჭ თბილი წყალი. კარგად ავურიოთ, რომ საფუარი ბოლომდე გაიხსნას. დავტოვოთ 5 წუთი. დავამატოთ დანარჩენი წყალი, ზეთი, მარილი და ძმარი. ავთქვიფოთ, თანდათან ვამატოთ ფქვილი. ცომო ელასტიური უნდა გამოვიდეს. დავაფაროთ ცომს და 1,5 საათი თბილ ადგილას დავდგათ. გავყოთ 2 ნაწილად, 1 შევინახოთ საყინულეში და შემდეგ გამოვიყენოთ. გავაბრტყელოთ ცომი კიდეები ბორტებივით ამოვკეცოთ, ცომის ზედაპირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ. მოვამზადოთ სოუსი: ტომატი, ზეთი, თაფლი , დაჭყლეტილი ნიორი, ორეგანო, ბაზილიკი, მარილი, პილპილი შევურიოთ ერთმანეთს. ნახევარი საათი დავაყოვნოთ და შემდეგ წავუსვათ ცომს. დავაყაროთ გახეხილი ყველი, მოვაწყოთ თხლად დაჭრილი ძეხვი პეპერონი, კიდეებში ზეთი წავუსვათ. 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 15-20 წუთი. გემრიელად მიირთვით!