პიცა “პრიმავერა”

ამ პიცის სამშობლო მზიანი იტალიაა. ფერადი ბოსტნეული მას გაზაფხულის ელფერს ანიჭებს, სახელსაც ამიტომ ამართლებს: ,,პრიმავერა’’ იტალიურად გაზაფხულს ნიშნავს. შეუქმენით ასეთი ამაღლებული განწყობა ახლობლებს, გამოაცხეთ პიცა. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები;

  • ფქვილი  8ს/კ;
  • წყალი  150მლ;
  • დაპრესილი საფუარი  5გრ;
  • მარილი  0,5ჩ/კ;
  • შაქარი  0,5ჩ/კ;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  •  წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • ყვითელი ბულგარული წიწაკა;
  • ბრიუსელის კომბოსტო  1ც;
  • ბროკოლი  5ც;
  • ყაბაყი  3ნაჭერი;
  • პომიდორი ჩერი  5ც;
  • ქამა სოკო  5ც;ტომა
  • ტომატის სოუსი  150გრ;
  • მოცარელა  80გრ;
  • პარმეზანი  50გრ;
  • ბაზილიკის ფხვნილი  10გრ;
  • ოხრახუში  10გრ;

მომზადების წესი;

ჯამში ჩავასხათ წყალი, დავაყაროთ მარილი, ოდნავ შაქარი. ჩავამატოთ 1ს/კ ზეთი, დავამატოთ საფუარი, ავურიოთ, რომ გაიხსნას საფუარი. დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი, დავაყოვნოთ 2-3 საათი, რომ ამოვიდეს. ამოსული ცომი გავაბრტყელოთ ფქვილ მოყრილ ზედაპირზე. წავუსვათ ტომატის სოუსი, მოვაყაროთ გახეხილი მოცარელა, დავაწყოთ შუაზე გაჭრილი პომიდორი, შემდეგ სოკოს თხელი ფირფიტები, დაჭრილი ბრიუსელის კომბოსტო, დანაწევრებული ბროკოლი, გრძლად დაჭრილი წითელი და ყვითელი ბულგარული, ყაბაყის მარინადი დავჭრათ წვრილად  და დავაწყოთ, მოვაყაროთ ბაზილიკი, გახეხილი პარმეზანი, მოვასხუროთ ზეთი და შევდგათ აირღუმელში., 250 გრადუსზე 10 წუთით. მზა პიცას მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!