პიცა “სინიორინა”

თხელი ცომი, არაჩვეულებრივი გულსართი და საოცარი არომატი! ყველაფერი ამ პიცაშია. სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  200გრ;
  • წყალი  120მლ;
  • მაგარი სახეობის ყველი  200გრ;
  • ძეხვი  50გრ;
  • მშრალი საფუარი  1ჩ/კ;
  • მარილი  0,5ჩ/კ;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • პომიდორი  2-3ც;
  • ხახვი  1თ;
  • პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

საფუარი, ზეთი,  მარილი თბილ წყალში გავხსნათ. დავამატოთ ფქვილი, მოვურიოთ კოვზით, გადავიტანოთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და მოვზილოთ ცომი. ვზილოთ ზეთიანი ხელით. გადავიტანოთ ზეთწასმულ ჯამში, დავაფაროთ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 30-40 წუთი. გავრჩიოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ ხახვი. გარეცხილი პომიდორი და ძეხვი თხელ ნაჭრებად დავჭრათ. ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი და მასში გავაბრტყელოთ პიცის ცომი. დავყაროთ ყველი, ძეხვი, პომიდორი, ოდნავ მარილი, შემდეგ ისევ ყველი. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი. გამოღებამდე 5 წუთით ადრე მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი. გემრიელად მიირთვით!