პიცა ხორცით

ნოყიერია, მარტივია მოსამზადებლად. კარგი იდეაა გემრიელი ვახშმისათვის. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  2ჭ;
  • საფუარი  2ჩ/კ;
  • წყალი  ¾ჭ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • ტომატის სოუსი  150მლ;
  • საქონლის ხორცი  200გრ;
  • ყველი  300გრ;

მომზადების წესი:

ღრმა ჯამში ჩავსხათ წყალი, დავამატოთ საფუარი და შაქარი. გადავურიოთ და ორიოდე წუთი დავაყოვნოთ, შემდეგ დავაყაროთ ფქვილის ნახევარი. დავამატოთ მარილი. ცოტა ზეთი, დავაყაროთ დარჩენილი ფქვილი, მოვზილოთ ცომი, დავაგუნდავოთ და ზეთწასმულ ჯამში თავგადაფარებული შევინახოთ სითბოში. პირველად რომ ამოვა ცომი, ჩავზილოთ და დაველოდოთ მეორე ამოსვლას. ამასობაში გავრეცხოთ და შევაშროთ ხორცი, გავხეხოთ ყველი. ცომი თხლად გავაბრტყელოთ და საცხობზე დავდოთ. წავუსვათ ტომატის სოუსი, დავაყაროთ გახეხილი ყველის ნახევარი. დავაწყოთ წვრილად დაჭრილი ხორცი, მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და შევდგათ 200 გრადუსზე. გამოვაცხოთ მანამ, სანამ ყველი ბოლომდე არ გალღვება, ხორცი არ შეიწვება და კორჟი არ ფდაიბრაწება. გემრიელად მიირთვით!