“სამფერიანი” მაჭკატი

უჩვეულოდ ნაზი, ზომიერად ნოტიო და საოცრად არომატული ნაცხობია.  დამზადების დრო: 5 სთ.

ინგრედიენტები:

  • კაკაოს ფხვნილი  30გრ;
  • ფქვილი  30გრ;
  • სახამებელი  70გრ ( 30 გრ შოკოლადის კორჟი, 40 გრ ხაჭოს მასა);
  • შაქარი  200გრ (70 გრ შოკოლადის კორჟი, 90 გრ ხაჭოს მასა, 40 გრ მარწყვის ჟელე);
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • კვერცხი  5ც (2ც შოკოლადის კორჟი, 3ც ხაჭოს მასა);
  • ზეთი  50გრ;
  • ხაჭო  9-15%-იანი  500გრ;
  • არაჟანი  100გრ;
  • ვანილის შაქარი  10გრ;
  • მარწყვი  250გრ;
  • ჟელატინი  10გრ;
  • წყალი  100გრ;

მომზადების წესი:

კაკაო, ფქვილი, გამაფხვიერებელი და სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს. მიქსერით ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ ზეთი და ავთქვიფოთ. ეს ორი ნარევი შევაერთოთ თქვეფაში. საცხობ ფორმას ჩავაფინოთ პერგამენტი, ჩავასხათ ცომი და შევდგათ 180 გრადუსზე 15-17 წუთით. ხაჭოს შევურიოთ შაქარი და ვანილი და დავაბლენდეროთ. დავამატოთ კვერცხი, არაჟანი და ავურიოთ, დავამატოთ სახამებელი და ისევ ავურიოთ. გაცივებულ შოკოლადის კორჟს დავადოთ ხაჭოს მასა. შევდგათ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. შემდეგ გამოვრთოთ ღუმელი და შიგნით კიდევ 20 წუთი გავაჩეროთ. ჟელატინს ცივი წყალი დავასხათ და დავაყოვნოთ. გარჩეულ-გარეცხილ-შემშრალი მარწყვი დავაბლენდეროთ პიურეს კონსისტენციამდე. 5 წუთი მოვხარშოთ მარწყვის პიურე, თან სულ ვურიოთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ შაქარი. დავამატოთ გახსნილი ჟელატინი, კარგად ავურიოთ, გავაცივოთ და ცივ მაჭკატს დავასხათ. შევდოთ მაცივარში 3 საათით. გემრიელად მიირთვით!