უსაფუარო ქიშმიშიანი ფუნთუშები

საფუარის ნაცვლად გამოვიყენებთ სოდას. ძალიან გემრიელი გამოდის, ისე როგორც ყველაფერი სახლში გამომცხვარი. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  400გრ;
  • სოდა ძმრით  1,5ჩ/კ;
  • რძე 150მლ;
  • კარაქი  80გრ;
  • შაქარი  100გრ;
  • მარილი  1/3ჩ/კ;
  • კვერცხი  2ც;
  • ქიშმიში  100გრ;
  • კვერცხის გული  1ც;

მომზადების წესი:

გაცრილ ფქვილს დავასხათ რძე, დარბილებული კარაქი დავამატოთ, სოდა ძმრით, შაქარი, მარილი და მოვზილოთ ცომი. დავაყოვნოთ 30 წუთი თბილ ადგილას. ჩავამატოთ ქიშმიში და გადავზილოთ. საცხობ ფორმას დავაფინოთ პერგამენტი, ცომისგან გავაკეთოთ თანაბარი ზომის ბურთულები და დავაწყოთ ფორმაზე. შევდგათ 200 გრადუსზე ღუმელში და გამოვაცხოთ 20 წუთი. რამოდენიმე წუთით ადრე გადმოვიღოთ და ათქვეფილი კვერცხის გული გადავუსვათ. გემრიელად მიირთვით!