ფორთოხლის მაჭკატები

უგემრიელესი და უნაზესია. დაახვედრეთ საუზმეზე თქვენს საყვარელ ადამიანებს! დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო  200გრ;
  • შაქარი  2ს/კ;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • გამაფხვიერებელი  ¼ჩ/კ;
  • კვერცხი  1ც;
  • ვანილი  1პაკეტი;
  • მარილი  ½ჩ/კ;
  • ფორთოხლის ცედრა  2ჩ/კ;
  • ქიშმიში  100გრ;
  • კვერცხის ცილა  1ც;
  • კარაქი  1ს/კ;

მომზადების წესი:

კარგად შევურიოთ ხაჭო და შაქარი. დავამატოთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, 1ც კვერცხი, ვანილი და მოვზილოთ ცომი. დავამატოთ ქიშმიში და ფორთოხლის ცედრა, გადავზილოთ. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დავამატოთ ცომს, გადავზილოთ ისევ. გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და დავალაგოთ ზედ მაჭკატები. გამოვაცხოთ 20 25 წუთი. სუფრაზე გავიტანოთ ვანილის ან შოკოლადის კრემთან ერთად. გემრიელად მიირთვით!