ფუნთუშები ნიგვზის გულსართით

 

თუ არ გსურთ საფუარიანი ცომის ფუნთუშები, ასეთი გულსართი კარგად გამოიყენება  მზა ფენოვან ცომშიც. ჩვენ აქ ვიყენებთ თხილს, თუმცა სურვილისამებრ, შეგიძლიათ სხვა სახეობის ნიგოზიც გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

500 გრ ფქვილი

75 გრ შაქარი

მწიკვი მარილი

20 გრ საფუარი

250 მლ რძე

75 გრ ნაღების კარაქი

2 ს/კ  რაფინირებული ზეთი

კვერცხის გული ( ზემოდან წასასმელად)

გულსართის ინგრედიენტები:

200 გრ ნიგოზი

100 გრ შაქარი

½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი

50 გრ ნაღების კარაქი

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შაქარი და მარილი. დავამატოთ კვერცხი, ოდნავ გამდნარი და შეგრილებული კარაქი და ზეთი. ავურიოთ და ვამატოთ ცოტ-ცოტა   გაცრილი ფქვილი . მოვზილოთ რბილი ცომი.დავაყოვნოთ საათნახევარი თბილ ადგილას.

გულსართისათვის მოვხალოთ თხილი, დავაქუცმაცოთ ან გავატაროთ მანქანაში, დავამატოთ დარბილებული კარაქი, შაქარი და დარიჩინი და ავურიოთ კარგად.

ცომი გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ დაფაზე, თანაბრად მოვაყაროთ გულსართი, შემდეგ ცომის ერთი ბოლო გადავაფაროთ, დავჭრათ ზოლებად და ორ-ორჯერ გადავგრიხოთ. დავალაგოთ პერგამენტიან საცხობზე. გადავუსვათ ატქვეფილი კვერცხის გული, დავაყოვნოთ 20 წუთი, შემდეგ ვაცხოთ 20-25 წუთი 200გრადუსზე. მზადააა!