ფუნთუშები ჩირით

არომატული, რბილი და გემრიელი ფუნთუშებია. დილიდანვე სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით მასთან ერთად ჩაის თუ ყავის დალევა. დამზადების დრო: 1 სთ 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • კეფირი  1ჭ;
  • მშრალი საფუარი  11გრ;
  • შაქარი  3ს/კ;
  • ვანილის შაქარი  1ჩ/კ;
  • კვერცხი  2ც;
  • კარაქი  50გრ;
  • ფქვილი  500გრ;
  • ჩირი  200გრ (ქიშმიში, გარგრის ჩირი, შავი ქლიავის ჩირი, ალუბლის ჩირი);
  • მარილი  1მწიკვი;

მომზადების წესი:

თბილი კეფირი ჩავასხათ ჯამში, დავამატოთ მარილი, შაქარი და მოვურიოთ. დავამატოთ საფუარი, კარგად მოვურიოთ და დავაყოვნოთ 5-10 წუთი. დავამატოთ დამდნარი კარაქი, კვერცხი, ვანილი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. დავაფაროთ და ცოტა ხანი დავაყოვნოთ. გავრეცხოთ ჩირი, დავაწყოთ ჩაის ტილოზე, რომ გაშრეს, შემდეგ წვრილად დავჭრათ. შავი ქლიავის ჩირის გარდა ყველა სახეობის ჩირი შევაზილოთ ცომში, შემდეგ ცომი გავყოთ 12-14 თანაბარ ნაწილად, ოდნავ გავაბრტყელოთ და შუაში ჩავდოთ შავი ქლიავის ჩირი, შევკრათ, მრგვალი ფუნთუშას ფორმა მივცეთ. დავაწყოთ  ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე და ცოტა ხანი დავაყოვნოთ, რომ ამოფუვდეს. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. გემრიელად მიირთვით!