ქიშმიშიანი ფუნთუშა “ვარდი”

ტკბილი, გემრიელი ფუნთუშებია, ლამაზიც. უბრალო ჩაის სმას ისე გაალამაზებს, დიდხან ეხსომებათ მეგობრებს. დამზადების დრო: 2 სთ 10 წთ.

ინგრედიენტები;

  • ნაღები  2/3ჭ;
  • რძე  1ჭ;
  • კვერცხი  2ც;
  • შაქარი  1ჭ;
  • ფქვილი  4ჭ;
  • საფუარი  1ს/კ;
  • მარილი  1ჩ.კ;
  • დარიჩინი  2ჩ/კ;
  • ქიშმიში  0,5ჭ;

მომზადების წესი:

მიქსერის ჭიქაში ჩავასხათ ნაღები, რძე, შაქარი (1/3),ჩავახალოთ 1ც კვერცხი, ჩავყაროთ ფქვილი, საფუარი და მარილი. შევურიოთ ყველაფერი 15 წუთის მანძილზე. შემდეგ ცპმს დავაფაროთ და დავაყოვნოთ 1-1,5 საათი. შემდეგ ცომი გავყოთ 12 ნაწილად. თითოეული გავაბრტყელოთ თხლად ოვალურად, დავაყაროთ ქიშმიში, დარიჩინი და შაქარი. გადავახვიოთ რულეტისებურად. გავჭრათ სიგრძეზე, ოღონდ ბოლომდე არა. შემდეგ გადავგრიხოთ ერთმანეთზე ეს ორი ნაწილი, მივიღეთ სპირალი, შემდეგ ლოკოკინასავით დავახვიოთ. ასე გავიმეოროთ ცომის ყველა ნაწილზე. დავაწყოთ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15 წუთი. 1ს/კ შაქარი გავხსნათ 1ს.კ წყალში და გადავუსვათ მზა ფუნთუშებს. გემრიელად მიირთვით!