შინაური პიცის საუკეთესო რეცეპტი

ეს პიცა უბრალოდ იდეალურია. უგემრიელესი გულსართი და ხრაშუნა კიდეები ოჯახის ყველა წევრს აღტაცებაში მოიყვანს, სტუმრებსაც ძალიან ასიამოვნებთ. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  330გრ;
  • რძე  200მლ;
  • საფუარი  20გრ;
  • შაქარი  2ჩ/კ;
  • მარილი  ½ჩ/კ;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • ქამა სოკო 250გრ;
  • ქათმის ფილე  2ც;
  • პომიდორი  4-5ც
  • მაგარი სახეობის ყველი  200გრ;
  • მოცარელა  100გრ;
  • არაჟანი  100გრ;
  • ტომატის სოუსი  250გრ;
  • უკურკო ზეთისხილი  2ს/კ;
  • ზეთი  1ს/კ;

მომზადების წესი:

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი , დავდგათ თბილ ადგილას 10 წუთით. ღრმა ჯამში გავცრათ ფქვილი, დავამატოთ მარილი, ამოსული საფუარი , ზეთი და 5 წუთის მანძილზე მოვზილოთ ცომი. შემდეგ დავაგუნდავოთ, გადავაფაროთ და დავდგათ თბილ ადგილას 30 წუთით. გავრეცხოთ და შევაშროთ პომიდორი და სოკო, ყველი გავხეხოთ. მოცარელა თხელ ფენებად დავჭრათ. არაჟანი და ტომატის სოუსი შევურიოთ ერთმანეთს. დავჭრათ სოკო და 3-4 წუთი მოვხრაკოთ ზეთში. მოვაყაროთ მარილი. ამოსული ცომი ჩავზილოთ და 2 ტოლ ნაწილად გავყოთ. ორივე მრგვლად გავაბრტყელოთ, წავუსვათ სოუსი, დავაწყოთ სოკო, შემდეგ დაჩლეჩილი ან დაჭრილი ფილე, მოცარელა, პომიდორი და ზეთისხილი. მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ 250 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 20 წუთით. ოდნავ გავაცივოთ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!