,,შოკოლადის კვერცხები“

გემრიელი და ორიგინალური სააღდგომო დესერტია. თუმცა სხვა დროსაც აქტუალურია. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფხვიერი ორცხობილა  250გრ;
  • კარაქი  120გრ;
  • ქოქოსის ფანტელი  50გრ;
  • შოკოლადი  50გრ;
  • კაკაოს ფხვნილი  2-3 ს/კ;
  • საკონდიტრო მოსაყრელი;

მომზადების წესი:

ჩავყაროთ ჯამში ორცხობილა და კარგად დავფშვნათ. გავატაროთ ხორცსაკეპში. გადავიტანოთ დიდ ფორმაში, დავამატოთ კარაქი, კაკაო და ქოქოსის ფანტელები. კარგად მოვზილოთ ხელით, უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. გავაკეთოთ კვერცხის ფორმის ნამცხვრები, დავაწყოთ ლანგარზე და შევდგათ 2 საათით მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, მოვასხათ გამდნარი შოკოლადი და მოვაყაროთ ფერადი საკონდიტრო მოსაყრელი. თითო ,,კვერცხი“ ჩავდოთ ქაღალდის ლამაზ ფორმაში, დავაწყოთ თეფშზე და გავიტანოთ. მრავალ აღდგომას დაესწარით!