ხაჭოს მაჭკატები არაჟანთან ერთად

უგემრიელესია საუზმეზე. მურაბასთან, არაჟანთან, თაფლთან ერთად მთელი დღის ენერგიით აივსებით. გამოაცხეთ მაჭკატები და დაიწყეთ დილა ენერგიულად. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო  500გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • მანის ბურღული  4ს/კ;
  • ფქვილი  3ს/კ;
  • შაქარი  4ს/კ;
  • კარაქი  გემოვნებით;
  • არაჟანი  200გრ
  • მარილი  1მწიკვი;
  • ნაღები  100მლ;
  • ვანილი  0,5ჩ/კ;
  • შაქრის პუდრა  2-3 ს/კ;
  • კენკრა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად ავთქვიფოთ. ავურიოთ ხაჭო, დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, მანის ბურღული, გაცრილი ფქვილი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ და მასა დავაყოვნოთ 10-15 წუთი. 1ს/კ მასიდან მივცეთ ლამაზი ფორმა, გამოვაცხოთ კარაქში და დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცებზე. არაჟანი და ნაღები შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ შაქრის პუდრა და ვანილი. მაჭკატები ჩავაწყოთ საცხობ ფორმაში, დავასხათ ნაღებ-არაჟნის ნარევი და შევდგათ 160 გრადუსზე 15-20 წუთით. სუფრაზე ცხელი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!