ლეჩო პომიდვრითა და ბულგარული წიწაკით

ყველას უყვარს ლეჩო. მარტივადაც მზადდება, თან სასიამოვნო პროცესია. ზამთარში სულ გექნებათ უგემრიელესი მოშუშული ბულგარული. დამზადების დრო: 1 სთ

ინგრედიენტები;

  • ბულგარული წიწაკა  3კგ;
  • პომიდორი  3კგ;
  • მარილი  4ს/კ;
  • შაქარი  1,5ჭ;
  • დაფნის ფოთოლი  2ც;
  • პილპილის მარცვლები  8ც;
  • ზეთი  200მლ;
  • ძმარი  80მლ;

მომზადების წესი:

კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში ბოსტნეული. პომიდორი და ბულგარული მსხვილად დავჭრათ, ზედმეტი ნაწილები მოვაცილოთ. პომიდორი გავატაროთ ხორცსაკეპში და გადავიტანოთ ქვაბში.დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ 15 წუთი. დავამატოთ ბულგარული, შაქარი, მარილი, ზეთი. ვადუღოთ 20 წუთი. ბოლოს დავამატოთ შავი პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და ძმარი. ვადუღოთ კიდევ 5-7 წუთი. გავასტერილოთ ქილები, როგოც მოგვეხერხება. გადავანაწილოთ ლეჩო ქილებში და მოვხუფოთ. ამოვაბრუნოთ და თბილად შევფუთოთ. როცა გაცივდება, შევინახოთ გრილ ბნელ ადგილას. გემრიელად მიირთვით!