მაჭკატები ქიშმიშითა და ლიმონით

ნაზია, ოდნავ მომჟავო გემოთი. საუზმე ხალისიანი გექნებათ მათთან ერთად. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო  400გრ;
  • ფქვილი  6ს/კ;
  • კვერცხი  2ც;
  • ქიშმიში  გემოვნებით;
  • შაქარი  3ს/კ;
  • ლიმონი  ½ც;

მომზადების წესი:

ლიმონის გახეხილი ცედრა, გასრესილი ხაჭო და კვერცხის გული შევაერთოთ. დავამატოთ ქიშმიში, ავურიოთ. ცილები და შაქარი ერთად ავთქვიფოთ და ხაჭოს მასას დავამატოთ. დავამატოთ ფქვილი და ცომი მოვზილოთ. გავაკეთოთ მრგვალი კვერები, ამოვავლოთ ფქვილში, დავალაგოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი. გემრიელად მიირთვით!