საფუარიანი ცომით გამომცხვარი „ოქროსფერი“ ფუნთუშები

 

ინგრედიენტები:

500 გრ ფქვილი

180 მლ რძე

½  ჩ/კ შაფრანი ან გარგარის ჩირი

7 გრ მშრალი საფუარი

50 გრ შაქარი

2 მწიკვი მარილი

1/3 ჩ/კ დარიჩინი

55 გრ ნაღების კარაქი

60 მლ 20% -იანი არაჟანი

ქიშმიში (ან ალუბლის ან გოგრის ჩირი)

3 ცალი კვერცხი ( 1— ზემოდან გადასასმელად)

 

რძე, შაქარი და შაფრანი მივიყვანოთ დუღილამდე, შემდეგ გავაგრილოთ 40 გრადუსამდე, (ეს მასა თბილი უნდა იყოს). გავადნოთ კარაქი, ოდნავ შევაგრილოთ და არაჟანთან და 2 კვერცხთან ერთად და ავთქვიფოთ.

დიდ ჯამში შევურიოთ ეს ორივე მასა — რძიანი და კვერცხიანი. დავამატოთ მარილი, დარიჩინი და საფუარი.ნაწილ-ნაწილ ვამატოთ ფქვილი და კარგად ვურიოთ. მოვზილოთ მკვრივი, ოდნავ მაგარი ცომი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავაყოვნოთ საათნახევარი.

შემდეგ ცომი გავყოთ 16 თანაბარ ნაწილად, დავგორგლოთ  ძეხვისებურად (20 სმ სიგრძის), მივცეთ ამ მასას ინგლისური ასო S-ის ფორმა  და გადავიტანოთ პერგამენტდაფარებულ საცხობ ტაფაზე. ხვეულების ცენტრში მოვაწყოთ ჩირი (შაფრანი, გარგარი, ალუბალი), წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, დავაყოვნოთ 20 წუთი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე  15 წუთის განმავლობაში.