ფენოვანი ხაჭაპური

ფენოვანი ცომის მომზადება ზოგს აშინებს, აქ მოგიყვებით, რა მარტივია მისი გაკეთება და რა გემრიელი გამოდის ასეთნაირად გამომცხვარი ხაჭაპური. დამზადების დრო: 1სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  350გრ;
  • მარგარინი  100გრ;
  • კეფირი  ½ ჩ/ჭ;
  • ძმარი 9%-იანი  2ჩ/კ;
  • ხაჭო  150გრ;
  • ყველი  150გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი  ¼ჩ/კ;
  • მწვანილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავცრათ ფქვილი, შევურიოთ დარბილებული კარაქი, კეფირში გავხსნათ მარილი, შემდეგ დავამატოთ ძმარი და კვერცხი. კარგად ავურიოთ და ჩავსხათ ეს მასა ფქვილიან მასაში. მოვზილოთ ცომი, შევახვიოთ საკვებ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში 2 საათით. მწვანილი წვრილად დავკეპოთ, ყველი გავხეხოთ და შევურიოთ ხაჭოს და მწვანილს. მარილი მოვაყაროთ გემოვნებით და კარგად ავურიოთ. გამოვიღოთ ცომი, გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გულსართი და შევკრათ კონვერტებად. ზედაპირზე წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. გამოვაცხოთ 200გრადუსზე გახურებულ აირღუმელში 20-25 წუთი. გემრიელად მიირთვით!