ფუნთუშები “პატისიერი”

ფაფუკი, არომატული და უგემრიელესი ფუნთუშებია. მოხარშული კრემით მზადდება. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • რძე  500მლ( 250მლ ცომი, 250მლ კრემი);
  • დაპრესილი საფუარი  20გრ;
  • შაქარი  100გრ (60გრ ცომი, 40გრ კრემი);
  • კარაქი  60გრ;
  • მარილი  0,5ჩ/კ;
  • ფქვილი  500გრ;
  • კვერცხის გული  2ც;
  • სიმინდის სახამებელი  2ს/კ;
  • ვანილის შაქარი  5გრ;
  • შოკოლადი  20 გრ;

მომზადების წესი:

რძე შევათბოთ 35- 36 გრადუსამდე, ჩავამატოთ საფუარი და 1ს/კ შაქარი. ავურიოთ, 10-15 წთ დავაყოვნოთ. გავადნოთ კარაქი, ოდნავ გავაცივოთ და საფუარიან მასას დავამატოთ. ჩავყაროთ მარილი და გაცრილი ფქვილი. მოვზილოთ რბილი ელასტიური ცომი და დავდგათ თბილ ადგილას, გადავაფაროთ. 1-1,5 სთ- ცომი ამოვა. მოვამზადოთ კრემი “პატისიერი”. ჯამში ჩავახალოთ კვერცხის გულები. დავამატოთ შაქარი და სიმინდის სახამებელი. დავასხათ 2-3ს/კ ცივი რძე. ცეცხლზე დავდგათ რძიანი ქვაბი, წამოვადუღოთ. დავამატოთ გულებიანი მასა. სულ ვურიოთ, როცა გასქელდება კრემი, გადმოვდგათ და გავაცივოთ. ცომი თხლად გავაბრტყელოთ. დავაყაროთ გახეხილი შოკოლადი. ზემოდან წავუსვათ კრემი, გადავახვიოთ რულეტისებურად. დავჭრათ 3-4 სმ-ის ნაჭრებად. დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობზე, 20-25 წთ დავაყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე 35-40 წთ. ოდნავ როცა გაცივდება, შაქრის პუდრა მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!