ბლინების ტორტი მარწყვით

მარწყვთან ერთად ბანანი და შოკოლადი ხომ გასაოცრად სასიმოვნოა! გამოაცხეთ ბლინები და ისიამოვნეთ ამ დესერტით. დამზადების დრო: 1სთ 15წთ.

ინგრედიენტები:

ბლინი:

  • ფქვილი  ¾ჭ;
  • შაქარი  0,5ჭ;
  • მარილი  ¼ჩ/კ;
  • კვერცხი  3ც;
  • რძე  1,25ჭ;
  • ვანილი  1ჩ/კ;
  • კარაქი  4ს/კ;

გულსართი:

  • შოკოლადის პასტა  200გრ;
  • მარწყვი  400გრ;
  • ბანანი  3ც;
  • შაქრის პუდრა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გამოვაცხოთ ბლინები: გაცრილი ფქვილი შევურიოთ მარილს და შაქარს, ჩავახალოთ 2ც კვერცხი და 1კვერცხის გული. ავთქვიფოთ ცომი მიქსერით. 20 წუთით შევდგათ მაცივარში. გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაზე. გავარჩიოთ და გავრეცხოთ მარწყვი, მოვაცილოთ ყუნწები, დავჭრათ მეოთხედებად, ბანანი რგოლებად. საცხობ დაფას ჩავაფინოთ პერგამენტი, დავდოთ 2 ბლინი, წავუსვათ შოკოლადის პასტა, დავაწყოთ მარწყვი და ბანანი და დავადოთ ბლინი. ასე გავიმეოროთ. ოდნავ გავაცხელოთ აირღუმელი, შევდგათ ძალიან ცოტა ხანი და გადმოვიღოთ. მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!