ხაჭოს ვარენიკები ალუბლით

წვნიანი, მოტკბო-მომჟავო გულსართით საოცრად გემრიელი ვარენიკებია. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  3ჭ;
  • შრატი  1ჭ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • ხაჭო  200გრ;
  • ალუბალი  200გრ;
  • შაქარი  100გრ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ალუბალი. ჯამში ჩავცრათ ფქვილი, პატარა ორმოსავით გავაკეთოთ მარილი ჩავყაროთ, შრატი ჩავასხათ და ცომი მოვზილოთ. დავაფაროთ ჩაის ტილო და 10 წთ გავაჩეროთ. ამასობაში ალუბალი გამოვკურკოთ. წყლიანი ქვაბი ცეცხლზე შემოვდგათ, ცომი გავყოთ 4 ნაწილად, თითოეული ძეხვისებურად დავგორგლოთ და ტოლ ნაწილებად დავჭრათ. გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ შაქრიანი ხაჭო და 1 ალუბალი. გადავკეცოთ და ისე შევავიოთ ვარენიკი, შემდეგ ბოლოები ერთმანეთს მივუახლოვოთ და ჩავამაგროთ. ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და 5-7 წთ ვხარშოთ. გადავწუროთ და ვარენიკები არაჟანთან ერთად გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო