როლები თინუსით

როლები თინუსით ნოყიერი და გემრიელი გამოდის. თევზის მოყვარულებისათვის კარგი რეცეპტია. სადილად და ვახშამზე ეს კერძი შესანიშნავი იქნება. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ნორის ფოთლები  1-2ც;
  • სტაფილო  2ც;
  • ბრინჯი  300-500გრ;
  • თინუსის კონსერვი  150-200გრ;
  • ბრინჯის ძმარი  1-2ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და მოვხარშოთ ბრინჯი, მარილი არ უნდა. სტაფილოც მოვხარშოთ, გავთალოთ და გრძელ ღერებად დავჭრათ. ნორის ფოთოლი გლუვი ზედაპირით ქვემოთ დავდოთ, ჯერ ბრინჯი დავადოთ, ზემოდან თინუსი და სტაფილო, აკურატულად გადავახვიოთ, დავჭრათ. სუფრაზე ბრინჯის ძმართან ან სოიოს სოუსთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო