რულეტები ფენოვანი ცომით

თუ მზა ფენოვანი ცომი გაქვთ, უსწრაფესად გამოაცხობთ ამ შესანიშნავ რულეტებს. ქიშმიშიანი გულსართი ძალიან უხდება. დამზადების დრო: 45 წთ.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი უსაფუარო ცომი  500გრ;
  • ხაჭო  200-250გრ;
  • არაჟანი  2ს/კ;
  • ქიშმიში  100გრ;
  • ყაყაჩოს თესლი  1ს/კ;
  • შაქრის პუდრა  3ს/კ (2ს/კ შაქრის პუდრა, 1ს/კ მოსაყრელად);
  • ქოქოსის ფანტელი  2ს/კ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ გულსართი. ხაჭო, ქიშმიში, ქოქოსის ფანტელი, შაქრის პუდრა და არაჟანი შევურიოთ ერთად. ქიშმიში წინასწარ გავრეცხოთ, შევაშროთ. გავაბრტყელოთ ცომი, გადავანაწილოთ გულსართი, გადავახვიოთ. დავჭრათ თანაბარი ზომის ნაჭრებად, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში, გადავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ ყაყაჩოს თესლი, შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 25 წთ. რულეტები ფენოვანი ცომით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო