რულეტები ქათმის ბარკლებით

რულეტები ქათმის ბარკლებით გემრიელი, სასარგებლო და ლამაზი კერძია. მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ 20 წთ. ულუფა: 8.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ბარკლები  4ც;
  • მწყრის კვერცხი  6ც;
  • პომიდვრის ჩირი  150გრ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ქათმის ბარკლებს მოვაცილოთ ძვალი, ოდნავ დავბეგვოთ, მარილი და პილპილი მოვაყაროთ. დავდოთ საცხობ ცელოფანზე, ერთ კიდეში დავაწყოთ მოხარშული მწყრის კვერცხი, პომიდვრის ჩირი, გადავახვიოთ და ცელოფანი  ბოლოებში მჭიდროდ შევკრათ, მთლიანი კი ძაფით გადავახვიოთ. ჩავდოთ მდუღარე წყალში და ვადუღოთ 50-60 წთ, საშუალო ცეცხლზე. მზა რულეტი გავაცივოთ და დავჭრათ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო