რულეტები ყაყაჩოს თესლით

რულეტები ყაყაჩოს თესლით ძალიან  არომატული გამოდის. ჩაისთან და ყავასთან ერთად სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • რძე  2,5ჭ;
  • მშრალი საფუარი  1ჩ/კ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • კარაქი  50გრ;
  • შაქარი  100გრ;
  • ფქვილი  7-7,5ჭ;
  • კვერცხი  1ც;
  • ყაყაჩოს თესლი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შაქარი, დავაყოვნოთ 5 წთ. დავამატოთ მარილი, ზეთი, კარაქი. დავაყაროთ გაცრილი ფქვილი, მოვზილოთ რბილი ცომი. დავაყოვნოთ დაახლ. 1სთ. შემდეგ ცომის პატარა ნაჭრები გავაბრტყელოთ. წავუსვათ თითოეულს ათქვეფილი კვერცხი და დავაყაროთ ყაყაჩოს თესლი. გადავახვიოთ რულეტი და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ზემოდანაც ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ (სურვილისამებრ), მოვაყაროთ შაქარი, ან დარიჩინი. საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და დავაწყოთ რულეტები. შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში და გამოვაცხოთ 30-45 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო